spot_img
მთავარიგანსჯის საგანიმამუკა ხაზარაძის მიერ ხსენებული სკანდალური წერილის ტექსტის შინაარსი...

მამუკა ხაზარაძის მიერ ხსენებული სკანდალური წერილის ტექსტის შინაარსი ცნობილია

როგორც ცნობილია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი მუქარისშემცველი წერილის გრაფიკულ ასლი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

  • დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
  • ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

  1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
  2. მ.ხ-მ (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე – ავტ.) უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ ( შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)
  3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

 

  • ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მოხმარებისთვის.

მამუკა ხაზარაძის მიმართ მუქარას კატეგორიულად უარყოფს შს მინისტრი, გიორგი გახარია, ბანკირის მხრიდან ჭორაობას უწოდებს ყოველივე ამას და აცხადებს – “მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...