კვირა, ივნისი 8, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ამირან გამყრელიძე: "მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება...

ამირან გამყრელიძე: “მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არის კრიტიკულ მდგომარეობაში”

ქვეყანაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შემცირების თაობაზე ისაუბრა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ მოსალოდნელია სიკვდილიანობის ზრდა, რადგანაც საავადმყოფოებში 400-მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია:

ქვეყანაში გამოჩნდა ინფიცირების მაჩვენებლის კლება. ეს გახლავთ შედეგი, პირველ რიგში, იმ შემზღუდველი ღონისძიებების, რომელიც დაწესდა ნოემბრის ბოლოს. ამ ეტაპზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში და გვაქვს ოდნავ სემცირებაც. მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა იმიტომ, რომ გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში, დღევანდელთან შედარებით, ჩვენ შეიძლება კიდევ გვქონდეს ინფიცირების ზრდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს.

ყველა შემზღუდველი ღონისძიებების დაცვის შედეგად ჩვენ ეს ზამთარი შეიძლება გავიაროთ ნაკლები ინფიცირებით და შესაბამისად ასევე შევამციროთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენ მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არის კრიტიკულ მდგომარეობაში, 400-მდე, ხელოვნურ ვენტილაციაზე. ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რაც მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...