კვირა, თებერვალი 15, 2026
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა არ გამოუვიდა -...

ივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა არ გამოუვიდა – შალვა ნათელაშვილი

დღეს 2020 წლის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის მემორანდუმს და პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ ბოიკოტს განაგრძობენ. ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა საპროტესტო აქციაზე ხალხს მიმართა. მისი თქმით მრავალპარტიული ერთიანობა და ჰარმონია გამარჯვების გარანტია:

„ივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა არ გამოუვიდა, რადგან დღეს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაიმორჩილებს, ვერ დაჩაგრავს და ვერავინ იბატონებს მათზე.

მე მოვუწოდებ მთელ მსოფლიოსა და დემოკრატიულ სამყაროს, რომ არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტად წოდებული, ქართუ ჯგუფიდან გამოვარდნილი ივანიშვილის ჯოგი. ის არ არის პარლამენტი, ისინი წარმოადგენენ უზურპატორებს და მათ ძალიან მალე ოფიციალურად უნდა დაამთავრონ ის ძალადობრივი გზა, რომელიც დაიწყეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მრავალპარტიული ერთიანობა და ჰარმონია ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან დიდი გარანტია გამარჯვებებისა და ქვეყნის განვითარების. ის რაც დღეს მოხდა და ხდება წარმოადგენს ხავერდოვან, მშვიდობიან ევოლუციურ რევოლუციას ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების, ხოცვა-ჟლეტის, მიტინგების, ემოციებისა და დაძაბულობის გარეშე. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა დაწყებულია და ქართველი ხალხის გარდაუვალი გამარჯვებით დამთავრდება“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხვდებით ახლა ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა რა გარეწარი და კონფორმისტია?” – გოჩა მირცხულავა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“რა ბედკრული უნდა იყო ჟურნალისტი, რომ დაგავალონ პათეტიკური საქებარი სიუჟეტის გაკეთება პოლიტიკოსზე, რომელსაც…” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებთ და ნუ გვეტყვით, რომ დებატები აღიარებას არ ნიშნავს” – ლელა ჯეჯელავა

დებატებთან დაკავშირებით კონკრეტულ მინიშნებებს და განმარტებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ლელა...

“ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა…” – მიხეილ...

მთავრობის გადაწყვეტილებას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტებთან დაკავშირებით მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...