ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად" - გიორგი...

“დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად” – გიორგი მახარაძე

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოძიებაში 3 ახალი ჩვენება დაემატა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის – გელა ბეჟუაშვილის, ბეჟან მაისურაძის და კონტრდაზვერვის თანამშრომლის ჩვენებების ბრალდებულისთვის გასაცნობად, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე იმყოფებოდა რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ადვოკატმა ჟურნალისტებთან საქმის ახალ დეტალებზე გააკეთა კომენტარი:

„ახლა რისი თქმაც შეგვიძლია, არის შემდეგი რამ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რაღაც კითხვით თუ მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქიდან პასუხი არ აქვს, ან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ჩადის გულგრილობასა და დანაშაულს ან საგარეო საქმეთა სამინისტრო ან ორივე ერთად. მესამე ვერსიაც არის, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლის გაცვლა-გამოცვლაც მოხდა, თუმცა ამას არ ასაჯაროვებენ. ეს სამი სცენარია და ყველაზე რეალური, რომ არსებობდეს, მესამე, ბოლო სცენარი მგონია. ნამდვილად იყო ურთიერთობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომელზეც უბრალოდ არ საუბრობენ.

ჩვენებაში კონტრდაზვერვის დირექტორი ამბობს, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ იქიდან პასუხი არ ყოფილა და მორჩა ეს ამბავიო“, – განმარტავს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე

ადვოკატმა ასევე დაასახელა საქმის ახალი მონაწილეები, რომლებიც მისი თქმით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეები შეიძლება იყოს:

დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად და ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან.

სიურპრიზი არ არის ის ამბავი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქამდე არ არის დაკითხული. ჩვენი აზრით, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე საქმისთვის. ზოგადად მისი განცხადებითა და მიმართვით დაიწყო საქმის გამოძიება და უცნაურია რომ აქამდე არ გამოუკითხავთ.

მამა კირიონის პირველი კონტაქტი, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ბატონ ირაკლი ალასანიასთან. ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება მისი ჩვენებაც. ალბათ, ჩვენც მივმართავთ ბატონ ირაკლის გამოკითხვის თხოვნით.

ზოგადად, როდესაც საქმეში არის ბევრი მოწმე, ყველა უნდა გამოიკითხოს“, – აღნიშნავს გიორგი მახარაძემ.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...