პარასკევი, მარტი 27, 2026
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, თვითდინებით...

“მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, თვითდინებით მივიდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ ტესტი” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა გლობალური და ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ:

გლობალურად სიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უკან არ იხევს, 67 ნახევარი მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ახალი შემთხვევა დღეს იყო 535 ათასი, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გლობალურად მსოფლიოში არის 69%,  სამწუხაროდ დაღუპულია მილიონ 541 ათასი ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა 2,3%-ია. აღსანიშნავია, რომ არსებულ გლობალურ პროცესში პირველ ადგილზე არის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, შემდგომ კი ევროპის ქვეყნები.

საქართველოში დღეს გვაქვს 2501 ახალი შემთხვევა, არ უნდა ჩავთვალოთ ახალი შემთხვევების რიცხვი განახევრებულად, ეს გახლავთ ძირითადად განპირობებული იმით, რომ ტესტირების ჩატარების რაოდენობა შაბათ-კვირა მცირდება.

მიზნად გვაქვს, რომ 20 ათასამდე ტესტი ჩავატაროთ ყოველდღიურად, რომელიც იქნება  ძირითადად PCR  და ანტიგენზე დამყარებული, მიზანი გახლავთ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გავრცელება.

ქვეყანაში დაახლოებით 200-ზე მეტ ლოკაციაზე, ხელმისაწვდომია ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარება უფასოდ, ყველა სტაციონარიზირებული ავადმყოფისთვის. მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, თვითდინებით მივიდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ ტესტი, რომლის პასუხი 15-20 წუთში ცნობილი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი იზრდება, ქვეყანაში 83% გვაქვს ამ ეტაპზე, საერთო ჯამში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 137 499 ადამიანი, დღეს გარდაცვლილთა მაჩვენებელია 36.

მაქსიმალურად ვეცადოთ ინტენსიურად ვატაროთ პირბადე, ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ტესტირების გაფართოებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ტარდებოდეს დღეში 20 ათასი ტესტი და თუ ამ რიცხვს მივაღწევთ, შემდეგ უკვე ახალი სამიზნე გვექნება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს აღნიშნული ტესტირება, დეკემბერი- იანვრში ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა, როგორც PCR ასევე ანტიგენზე დამყარებული ტესტირების, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში, არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის,...

“მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ...

ქართველი მწერლის, დრამატურგ ლაშა ბუღაძის კონკრეტული შეხსენებები და მინიშნებები: "ზოგიერთი,...

“რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე

რუსეთში მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სავარაუდო...

“გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ...

ტელეკომპანია "თრიალეთი" განცხადებას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული შეხსენება/მოთხოვნებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში...

ლელა ჯეჯელავა: “ბიძინა ჰააგას კარზე აკაკუნებს…”

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პირების პოლიტიკურ განაცხადებსა და გეოპოლიტიკურ სწრაფვაზე...