კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიგი წერეთელი: "უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს - ინდივიდუალურად...

გიგი წერეთელი: “უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს – ინდივიდუალურად ვუწყობთ თუ არა ხელს ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ონლაინ ფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთოს ლიდერები დაესწრნენ.

გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ კვლავაც ადგილი აქვს ერთმანეთისგან დაშორიშორებას და ურთიერთნდობას:

მთელი ამ წლების განმავლობაში ეუთომ უამრავი მცდელობა გამოავლინა მისი ეფექტურობის ასამაღლებლად,  მაგრამ დღეს, ალბათ, უფრო შორს ვართ ერთიანობისგან და ურთიერთნდობისგან, ვიდრე ოდესმე “რკინის ფარდის” დაცემის შემდეგ.

ისევ და ისევ, გასული ათწლეულების განმავლობაში ეუთოს ტერიტორიაზე ჩვენ განვიცდით ომებს,  შეიარაღების კონტროლის შესუსტებას, ოპოზიციური მოძრაობების სასტიკ რეპრესიებს. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიაზე,  მანკიერი არჩევნები, მზარდი შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია, აგრეთვე სხვა ღრმა განხეთქილებები და პოლემიკა ჩვენს საზოგადოებებში. სამწუხაროდ, შესამჩნევია ექსტრემისტული ჯგუფები და, ისევ და ისევ, დამანგრეველი ტერაქტები.

კითხვა, რომელიც დღეს უნდა დავსვათ, არ არის შემდეგი: გაამართლა ეუთო-მ ოცდაათი წლის წინ შექმნილი მოლოდინები? კითხვაა:  ყველამ – მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებმა – პრაქტიკაში შეასრულეს  დაპირებები, რომლებიც მათ გასული ოცდაათი წლის განმავლობაში გასცეს?

პარლამენტარებისთვის და ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომელიც უნდა დაისვას. როგორც 57 მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს?

რამდენად დიდი ყურადღება ექცევა ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების შესრულებას მთავრობების მიერ და თქვენი ქვეყნების შიგნით? და რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ ისინი ეუთოს მიერ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის? ორგანიზაციაში, რომელშიც თითოეული მონაწილე ანგარიშვალდებულია სხვების წინაშე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და აუცილებელია იმ საკითხების მოგვარება, სადაც ვერ ვხედავთ ეუთოს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. ჩვენ, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ამაზე ძალიან ღიად ვაცხადებთ. იქნება ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, უმცირესობების უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა ან ადამიანის უფლებების შელახვა.

საშინელებაა, როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემენ ან კლავენ, რადგან მთავრობები ხელისუფლებას  ეჭიდებიან.   სწორია ამის თქმა ხმამაღლა და გარკვევით.ჩვენ ისეთივე კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, როგორც ჩვენი პარტნიორების მიმართ. და რაც მთავარია, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ ხელს თუ არა ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...