საქართველოს მთავრობა ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გაწეული დაქმარებების თაობაზე, კერძოდ გამოქვეყნდა გასულ თვეებში მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარების სტატისტიკა:
“დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, გაიცა 1200-ლარიანი კომპენსაცია (200 ლარი-6 თვე). დეკემბრის მდგომარეობით კომპენსაცია 162 220-მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 129 324 100 ლარს შეადგენს;
თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის გაიცა კომპენსაციები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაცია მიიღო 248 817-მა პირმა; ჯამში გადარიცხული თანხა შეადგენს 74 645 000 ლარს;
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღო 915 411-მა ბავშვმა ჯამური თანხა – 183 082 200 ლარი;
მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი – დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება – 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში – 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარს შეადგენდა;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან – 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (საშუალოდ 100 ლარი-6 თვე). ოჯახის ჯამური რაოდენობა – 79 158; გადარიცხული თანხა – 50 451 335 ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე).ოჯახის ჯამური რაოდენობა – 25 159; გადარიცხული თანხა – 14 285 600 ლარი;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯამში გადაერიცხათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე), ჯამში- 26 039 600 ლარი;
ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მოქალაქეების მხარდაჭერისთვის ახალი დახმარებები ამოქმედდა:
კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის განმავლობაში
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 1.1 მილიონი ოჯახი;
► ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200-ლარიანი დახმარება, მათთვის ვინც დაკარგა სამსახური.
► თვეში 200 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 125 ათასი პირი;
► ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;
300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც დეკემბერ-იანვარში შეეხებათ გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვები.
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 000-მდე პირი;
► ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;
600-ლარიანი დახმარება 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 43 ათასი პირი;
► ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;
600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი.
► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 24 ათასი ოჯახი;
► ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;
600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან – 100 ათასის ჩათვლითაა.
► 6 თვის განმავლობაში – საშუალოდ 100 ლარი (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 72 ათასი ოჯახი (220 ათასამდე პირი);
► ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;” – ნათქვამის გავრცელებულ ინფორმაციაში.