ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასაქართველოს მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა...

საქართველოს მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გაწეული დაქმარებების თაობაზე, კერძოდ გამოქვეყნდა გასულ თვეებში მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარების სტატისტიკა:

დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, გაიცა 1200-ლარიანი კომპენსაცია (200 ლარი-6 თვე). დეკემბრის მდგომარეობით კომპენსაცია 162 220-მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 129 324 100 ლარს შეადგენს;

თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის გაიცა კომპენსაციები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაცია მიიღო 248 817-მა პირმა; ჯამში გადარიცხული თანხა შეადგენს 74 645 000 ლარს;

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღო 915 411-მა ბავშვმა ჯამური თანხა – 183 082 200 ლარი;

მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი – დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება – 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში – 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარს შეადგენდა;

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან – 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (საშუალოდ 100 ლარი-6 თვე). ოჯახის ჯამური რაოდენობა – 79 158; გადარიცხული თანხა – 50 451 335 ლარი;

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე).ოჯახის ჯამური რაოდენობა – 25 159; გადარიცხული თანხა – 14 285 600 ლარი;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯამში გადაერიცხათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე), ჯამში- 26 039 600 ლარი;

ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მოქალაქეების მხარდაჭერისთვის ახალი დახმარებები ამოქმედდა:

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის განმავლობაში
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 1.1 მილიონი ოჯახი;
► ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;

1200-ლარიანი დახმარება, მათთვის ვინც დაკარგა სამსახური.
► თვეში 200 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 125 ათასი პირი;
► ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც დეკემბერ-იანვარში შეეხებათ გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვები.
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 000-მდე პირი;
► ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;

600-ლარიანი დახმარება 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 43 ათასი პირი;
► ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;

600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი.
► 100 ლარი 6 თვის განმავლობაში (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 24 ათასი ოჯახი;
► ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;

600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან – 100 ათასის ჩათვლითაა.
► 6 თვის განმავლობაში – საშუალოდ 100 ლარი (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) (იანვრი-ივნისი);
► ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 72 ათასი ოჯახი (220 ათასამდე პირი);
► ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;” – ნათქვამის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მხოლოდ მარშები და რუსთაველის გადაკეტვა აღარ კმარა‼️” – ელისო კილაძე

"ტვ პირველის" ეთერში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პოლიტიკური ბრძოლის...

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თქვენ შეაშინეთ კოლია ახობაძე! შევხვდებით საღამოს რუსთაველზე! ცეცხლი ოლიგარქიას!” – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი განსხვავებას...