პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად მიმოიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ერთად პარტიის სამომავლო გეგმებს, ამჯერად მან ‘‘ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შეფასება მოახდინა, რომელსაც თვითონაც ჩაერთო და აღნიშნა, რომ პარტია ისეა ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად მზად, როგორც არასდროს.

‘‘დღეს გაიმართა ‘‘ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე.

სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ‘‘ნაციონალური მოძრაობა’’ შეკრული და განწყობილია ქართველის ერის ინტერესებისთვის საბრძოლველად – ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტებში ‘‘ნაციონალური მოძრაობა’’ ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად!

პოლიტსაბჭოზე ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ – ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და ასევე, პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს.

მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში’’, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული