კვირა, თებერვალი 15, 2026
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოლიტიკურ პარტია "გირჩში" განხეთქილებაა

პოლიტიკურ პარტია “გირჩში” განხეთქილებაა

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იგი პარტიის წევრებთან იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს. იაგო ხვიჩიამ ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა სადაც, რამდენიმე მაგალითს განიხილავს, როდესაც მისივე თქმით „ყველაზე ლიბერალურმა საზოგადოებამ“ მას „ტალახი ესროლა“. პოსტში პარტიის ლიდერ ზურა ჯაფარიძეს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

იაგო ხვიჩიამ, პოსტში განიხილა,  მისი თქმით, დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის პირის დაკავებასთან დაკავშირებულ განცხადებას მოჰყვა: „ვთქვი რომ ამის გამო დაჭერა არ მოსულა, არაფრის ნახვის და სხვისთვის ჩვენებისთვის არ მოსულა ადამიანის დაჭერა. კაი კაციაო კი არ მითქვამს, პორნოს ყურების გამო დაჭერა არ მოსულათქო“.

პარტია გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას  თქმით, არცერთი „გირჩის“ ლიდერის მიმართ არ განხორციელებულა მსგავსი ქმედება და მიიჩნევს, რომ დროა ზურა ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია გამოხატოს:

„მგონია რომ მართლა დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია.

უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთ კაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს.

ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს ლანძღავს.ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს.არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეილება ეს ნორმალური იყოს?“ – წერს სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩია.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადრეული ქოციანობის ხანაში, როცა ქოცებმა კოსტუმები ჩაიცვეს და ბიუჯეტს შეესიენ სახრავად…” – ზაზა ბიბილაშვილი

მმართველ პარტიასთან დაკავშირებით, ირონიული მინიშნებებით, მძიმე ფაქტებზე მიუთითებს ჭავჭავაძის...

“ამბობენ რომ პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურა საპროცესო...

“მიუშვით, გადადუღდნენ, იქროლონ აწყვეტილებმა. რომელიმე მოსახვევში აილეწებიან” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილის ალეგორიული მინიშნებებით საუბრობს მმართველი  პარტიის მდგომარეობაზე და...

“მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Gerald R. Ford თანმხლებ სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად ახლო...

რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...