პარასკევი, აპრილი 26, 2024

საწარმოთა საქმიანობის შედეგები – საქსტატი 2020 წლის III კვარტლის კვლევას აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვული სამსახური 2020 წლის III კვარტლის საწარმოთა საქმიანობის შესახებ კვლევის შედეგებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში ბიზნეს სექტორში ბრუნვის მოცულობა 0,6% გაზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და ჯამში 29,2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა 8,8%_ით შემცირდა ბიზნესის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ინდექსი მსოფლიოში და ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში, მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული.

გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2020 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ, 2019 წლის, ამავე პერიოდთან მიმართებაში  7,2%_იანი კლება დააფიქსირა, რამაც საერთო მაჩვენებლით 645,6 ათასი ადამიანი გამოავლინა. ხოლო რაც შეეხება საწარმოთა მიერ განხორციელებულ საქონლისა და მომსახურების საერთო ყიდვებს, აღნიშნულ კვარტალში 16,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის დროსთან 10,4 პროცენტიან სხვაობას გვიჩვენებს.

უნდა ითქვას, რომ დასქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40,5% მსხილ ბიზნესზე, ხოლო 36,8 პროცენტი კი მცირე ბიზნესზე მოდის. ჯამში დაქიავებულთა საერთ რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებთან თანაფარდობით 6,4%_ით ნაკლები – 610,4 ათასი ადამიანი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოთა მიერ პოერონალზე გაწეულმა დანახარჯებმა 2  437,8 მილიონი ლარი დააფიქსირა. 2020 წლის III კვარტლის ბიზნეს სექტორში  საშუალო თვიური ხელფასი 1 305,9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის იმავე პერიოდთან ეს მაჩვენებელი 10,3_ით შემცირდა).

საწარმოთა მასშტაბის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მსხვილი ბიზნესი: 1, 297,2 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი: 1 487,6 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1, 186,0 ლარი;

სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი 38,3% ვაჭრობის დარგზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ყოველ კვარტალურად აქვეყნებს ვებ-გვერდზე: WWW.GEOSTAT.GE

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული