პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობაიზრდება ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის...

იზრდება ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენისთვის – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსური დოკუმენტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, მხარდაჭერა ბიზნესისთვის და ქვეყნის მომზადება პროსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისთვის. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იქნება ქვეყანა ერთი წლის შემდეგ:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ, სოციალური-მიზნობრივი და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის.

ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა. მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ვაქცინების მომზადება, ვაქცინების შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია.

მიზნობრივი მხარდაჭერისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ბოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენ პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ.

ამასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული თანხები არის გამოყოფილი დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისათვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი.

ასევე იზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენისთვის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დღეიდან იწყებს იმ მომართვიანობის აღწერას, რომელიც მოიცავს ერთჯერად სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ბოლო 2 თვიანი შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგა სამსახური. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ ეს დახმარება უნდა გასცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ვერ გვექნებოდა” – კახა კალაძე

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...