ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

ვაპირებ იმ რეფორმებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, პოსტის დატოვების შემდეგ, პირველ განმარტებებს აკეთებს. ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ის რაც ვერ მოხერხდა საჯარო სამსახურში მისი საქმიანობის პერიოდში, ახლა აპირებს მათზე “მუშაობის გარედან გაგრძელებას“:

საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი:

ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზანაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია.

ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული