spot_img
მთავარიCOVID 19ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნოემბერი, სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან...

ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნოემბერი, სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალია, რაც ძალზედ სამწუხაროა –  ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ ელოდებოდნენ დღეში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თუ 5000-მდე გაიზრდებოდა „ჩვენ ნამდვილად არ ვპროგნოზირებდით იმას, რომ დღეში 4000-5000-მდე შემთხვევა გვექნებოდა“, – აღნიშნავს მთავარი ინფექციონისტი. ამირან გამყრელიძე 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების ამბავსაც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო.

„გავამახვილებ ყურადღებას, ორ მთავარ ინიციატივაზე, პირველი, ეს გახლავთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ მოგეხსენებათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდვების პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეულ იდენტიფიკაციაზე. ამიტომ ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში ახალი მიმართულება გვაქვს, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, თუ სწორედ არის გაკეთებული იგივე შედეგს იძლევა რასაც PCR ტესტი, ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ეპიდემიის გავრცელების ან ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ან შევანელოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის გამოვლენას – მსუბუქისაც და უსიმპტომოსიც, შემდგომი მათი იზოლირების მიზნით. 

მეორე საკითხი ეხება ინტენსიურ მუშაობას, Covid ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ COVAX-პლატფორმასთან, სადაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რის საფუძველზეც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი გავაკეთოთ. ეს პლატფორმა  ამუშავდება გაზაფხულზე, მანამდე, პარალელურად  ჯანდაცვისა და საგარეო სამინისტროების საშუალებით გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ ვაქცინის მწარმოებლებთან, შექმნილია მაკოორდინირებელი კომიტეტი, სადაც განიხილება დანერგვის გეგმა, ეს გეგმა მზად უნდა იყოს ორ კვირაში.

ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის დაახლოებით 10 რიცხვამდე, სულ 19 გარდაცვლილი გვყავდა. ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნოემბერი, სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალია, რაც, რა თქმა უნდა, ძალზედ სამწუხაროა. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობაა გაზრდილი.

ჩემთვის ძალიან, სამწუხაროა 19 წლის თეკლა თოდრიას გარდაცვალება, მე ამ ოჯახთან ჩემი ურთიერთობები მაქვს და ვიზიარებ მათ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგედიის ჟამს.

პროცესები მიმდინარეობს, მე ხშირად მაკრიტიკებენ და შეგიძლიათ ყველამ მაკრიტიკოთ, კითხულობთ თუ როგორი იყო მზადება და ამბობთ, რომ არაფერი გაკეთებულა, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, გადამზადებაც და შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული იყო, თუმცა პირდაპირ  ვიტყვი, ჩვენ ნამდვილად არ ვპროგნოზირებდით იმას, რომ დღეში 4000-5000-მდე შემთხვევა გვექნებოდა. ამას ხელი შეუწყო, ქართველი ხალხის ილუზიამ, – ზაფხულში გვეგონა კორონავირუსი დავამარცხეთ, მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ სულ მოგიწოდებდით რეკომენდაციებისა და წესების დაცვისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...