spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა...

“თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა ცესკომ” – ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი პარტიის სახელით სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს, სადაც ის პარლამენტის ბოიკოტსა და საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული რომ შედეგებს არ ვაღიარებთ“. ალექსანდრე ელისაშვილს და მის გუნდს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბოიკოტის პირობებში, მაშინ როდესაც მათი პარტია ცესკოს მონაცემებს არ აღიარებს, საჭიროების მიუხედავად დაფინანსებას არ აიღებენ:

კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტიამოქალაქეებივართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი– წერია ალექსანდრე ელისაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...