spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომის ვერც ერთ ფაქტს...

“რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომის ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ” – ზურაბ აბაშიძე

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. როგორც აბაშიძე აღნიშნავს თათბირი, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებთან ერთად, გარკვეული ჰუმანიტარულ თემებსაც შეეხო.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, შეხვედრის დასაწყისში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები შეფასებული იყო, როგორც ქართველი ნაციონალისტების მიერ ანტირუსული პროვოკაცია, რაც აღმაშფოტებელ ფაქთაქ იქნა მიჩნეული და ამის გამო პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების მიერ საპროტესტო აქცია გაიმართა:

ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს . ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და .. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს ორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დეფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი.– განაცხადა აბაშიძემ.

საუბარი 2020 წლის 10 თვის განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკასაც შეეხო. განიხილეს რუსი ტურისტებისა და ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლის პოტენციალი. ხაზი იმასაც გაესვა, რომ ქვეყანაში რუსოფობიულ განწყობას ადგილი არასდროს ჰქონია.

,,საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყოფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ– აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

თუცა, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ორმხრივი მზაობა გამოცხადდა 2019 წლის 20 ივნისის  პრეცედენტის უარყოფითი შედეგების დასაძლევად, ზურაბ აბაშიძე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს:

კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დადო, არის ასეთი პასაჟი – „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია – აღნიშნა აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართეს. ისინი ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინს შორის გამართულს შეხვედრასა და რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობასთან აღმართულ ლითონის ბარიერზე წარწერა „ბიძინა მონა“, „20%“ პრეტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ-შეხვედრა 27 ნოემბერს ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ოფიციალურ ვებ-გვერდზე gov.ge – ზე ავრცელებს.

ავტორი
ნინო ცინცაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...