შაბათი, აპრილი 20, 2024

“თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ…” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მოთხოვნით გამოდის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ხელფასის მაქსიმალური ზღვარი განესაზღვროთ 1000 ლარი:

გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული