ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი შემცირდა

ოქტობერში წინა თვესთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. ეროვნული ბანკი საკუთარ ვებ-გვერდზე კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს.

,,დოკუმენტის მიზანი სტრატეგიულად ორიენტირებული იმგვარი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაა, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს გავრცელებულ გამოწვევებსა და შემაფერხებელ გარემოებებს’’ –  ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე საპროცენტო განაკვეთი იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე  0.1 (11,2%-დან 11,3%-მდე) გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება 0.1% (6,7%-დან 6,8%-მდე) ინდექსით.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა.

ასევე გამოქვეყნდა დოკუმენტი სადაც ნათქვამია: ,,უფრო ღრმა და ეფექტიანი შიდა სახელმწიფო ვალის ბაზარი როგორც ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების ბაზრის საკვანძო სეგმენტი ბევრი დინამიურად ზრდადი ბაზრის და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის შოკების მიმართ ფინანსური სისტემის მოწყვლადობის შემცირებაში საკვანძო როლს თამაშობს და მთავრობებს ამ შოკების საპასუხოდ კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური და ფისკალური ღონისძიებების დააფინანსების საშუალებას აძლევს“.

ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადა ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებლი იყო 18,4%.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკურ მონაცემებს ეროვნული ბანკი ოფიციალურ ვებ-გვერდზე  – https://www.nbg.gov.ge  აქვეყნებს.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული