პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ფული მოახმარეთ უპოვარ ადამიანებს, ქუჩაში რომ იყინებიან!!!” – ელისო კილაძე დედაქალაქის მერს მიმართავს

,,ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, თბილისის მერის, კახა კალაძის და მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო აქტივობებს ეხმიანება და მოუწოდებს, რომ გაუქმდეს საახალწლო ტენდერები, ხოლო ფული უპოვარ ადამიანებს დაურიგდეს:

,,კოვიდ აფეთქებაა! 40 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე!

ქვეყანა ჩერდება!

და თბილისის მერს რა საახალწლო განათებები და ნაძვის ხის ტოტების დამატება აუტყდა?!

გააუქმეთ ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ტენდერები და ფული მოახმარეთ უპოვარ ადამიანებს, ქუჩაში რომ იყინებიან!!!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული