შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გამკაცრებული ზომები” – ამირან გამყრელიძე

დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით ჩვენ პიკში შევედით და ფიქრობს, რომ დროა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს:

ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები. ამას და სხვა რეკომენდაციებს გვაწვდის მოდელირების სქემები ჯანმრთელობის გაზომვითი ინსტიტუტიდან. საჭიროა რეგულაციების გამკაცრება, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად 85 %-ის ოჯახის ექიმის მიერ მართვა და სტაციონალური დახმარება მათთვის ვისაც ესაჭიროება – ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა და ამ მიმართულებას მივყვებით.

ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ახლაც სერიოზული განსჯა მიმდინარეობდა  საკოორდინაციო საბჭოზე თუ რა სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს.

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას. მეორეს მხრივ, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული