სამშაბათი, აპრილი 23, 2024

25 ნოემბერს EMC და ვახა მაჩალიკაშვილი ონლაინ პრესკონფერენციას გამართავენ

25 ნოემბერს 11:00 საათზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ბატონი ვახა მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ონლაინ პრესკონფერენციას გამართავენ.

მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და მას უკვე გაეგზავნა როგორც მთავრობის პოზიციები და შეპასუხება, ისე განმცხადებლების პასუხი მთავრობის პოზიციებზე. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით ბოლო შეპასუხება ევროპულ სასამართლოში EMC-იმ 21 ნოემბერს გააგზავნა. ევროპულ სასამართლოში მიმდინარე კომუნიკაციის დეტალებისა და მთავრობის პოზიციების შესახებ კრიტიკას EMC ხვალ დაგეგმილ კონფერენციაზე წარმოადგენს.

მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე დავობენ.

განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-სთან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.

ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული