ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში…” – მამუკა ხაზარაძე

პარტია ‘‘ლელოს’’ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი, ის ყურადღებას ამახვილებს ასეთი ადამიანების ჩვენს ქვეყანაში ნაკლებობაზე და ახალი თეობის ლიდერებში ხედავს წარმატების გზას.

‘‘ნამდვილი ლიდერი არ იტყუება, ის ყოველთვის ნათელ მხარეს ირჩევს, სიმართლის მხარეს, მას სხვანაირად არ შეუძლია, არ ძალუძს, ამისთვის არის გაჩენილი, ამისთვის იბრძვის, ლიდერი არ ეძებს მიმდევრებს და მონებს, ის ლიდერებს ეძებს და იკრებს თავის გარშემო, ქმნის ძლიერ გუნდს.

ლიდერისთვის მთავარია სული. ჯანსაღი, უდრეკი, სინდისთან კომპორომისების გარეშე არსებული, მებრძოლი, მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა, მითუმეტეს თუ ეს მიზანი შენს ქვეყანას, შენს ხალხს ეხება.

ლიდერები არ იტყუებიან, ლიდერები არ აყალბებენ, ლიდერები ცრუ დაპირებებს არ იძლევიან და მერე არ გარწმუნებენ რომ ესაა ჭეშმარიტება, ლიდერები ცალმხრივად არ თამაშობენ, ცარიელ კარში გოლი არ გააქვთ, ლიდერები მოწინააღმდეგესთან დამარცხებას ვაჟკაცურად აღიარებენ.

ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაშიწაგებაში, დამარცხებაში, გაურკვევლობაში, უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სიყალბეში, ტყუილში.

დღეს ახალი თაობის ლიდერები გვჭირდება, ახალი ენერგიით, სიმართლით, ანთებული გულით და ძლიერი სულით, სიმართლეზე, ერთიანობაზე, განვითარებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებულები, პროფესიონალები.

არიან ასეთები ჩვენს გარშემო?
რა თქმა უნდა, არიან! მათ შეკრება სჭირდებათ.

მჯერა, რომ ქვეყნის სხვადასხვა სფეროში დამარცხებების სერია მალე დასრულდება, ჩვენს მაგარ ქვეყანას წინ ახალი ლიდერების საუკეთესო თაობა და დიდი გამარჯვება ელოდება.
დროა უკვე!’’, – ვკითხულობთ მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული