კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო...

“ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის” – ზურაბ გურული

კორონავირუსის პანემიის გამო საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, მთავრობის მხრიდან მიღებული მცდარი გადაწყვეტილებების გამო მიიღო ქვეყანამ:

პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ ბრძანებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით. კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.

რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს. თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადექვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას – ჩაკეტვებს.

არჩევნების გაგრძელება დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჩემი აზრით იყო დიდი უპასუხისმგებლობა, ისევე როგორც საერთოდ არჩევნების ჩატარება გვიან შემოდგომაზე, მაგრამ ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს. ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა. ამის აღიარებას სჭირდება სრული გულახდილობა და გამჭვირვალობა. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების სრული სპექტრისაგან სრული მხარდაჭერის მიღება.

მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, სრული და უპირობო პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი. საზოგადოებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალურ კატეგორიაში არის და დარჩება.

გვახსოვდეს, ეს არის საომარი სიტუაცია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გურული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ გარიგების შემოქმედები, ბიძინას და რუსების ყურმოჭრილი მონები, ქოცები არიან” – დავით ქაცარავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს "ანტისაოკუპაციო მოძრაობა...

“მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "მას შემდეგ...

“ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ქოცებო. რუსეთს სტრატეგიული ავიაცია აღარ ჰყავს😊” – ნიკოლოზ ვაშაკიძე

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...