ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ასე იწყება ტერორიზმი!" - ნინო ლომჯარია

“ასე იწყება ტერორიზმი!” – ნინო ლომჯარია

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წამს ათჯერ მეტს მოვიხდიდი, ოღონდ შენ, ჩემი ძმა არ მყავდე ტყვეობაში” – ლევან...

ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან ემოციური შეტყობინებით მიმართავს თავის თანაპარტიელს, თანამებრძოლსა...

“რეჟიმის უკანონობაში ჩართვა არის ასობით ათასი პატრიოტის ღალატი, ვინც სიყალბეს და ცინიზმს დღემდე არ...

მმართველი პარტიის ცალკეულმა გადაწყვეტილებებმა, ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ...

“სარკოზი ციხიდან გაუშვეს, მე კი დამაბრუნეს…” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კონკრეტულ ფაქტებზე და საფრთხეებზე აკეთებს მინიშნებას საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...