ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ასე იწყება ტერორიზმი!” – ნინო ლომჯარია

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული