შაბათი, აპრილი 20, 2024

“ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზროვნება აჯობებს” – ბიძინა ივანიშვილი

მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ოჯახის წევრებთან ერთად, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან:

„მე კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო, იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რაც გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში, მოგეხსენებათ კოვიდი ბობოქრობს, მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ.

აქვე შეგახსენებთ, ყველა დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში იყო ჩატარებული, შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია.

ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზროვნება აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული