spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განვაგრძოთ" -...

“პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განვაგრძოთ” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოში ჩატარებული 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას ახდენს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მიაჩნია, რომ ნაცვლად იმისა რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე – რა პრობლემების და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან:

ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ.

2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ 9 პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს.

ნაცვლად იმისა რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე – რა პრობლემების და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ცხოველთა თავშესაფართან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით: "გვსურს,...

“ეზიზღებათ “ვეფხისტყაოსანი”, რადგან რუსთველი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც “ქართული ოცნება” განასახიერებს” – გია ჯაფარიძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს - "ვეფხისტყაოსანი", საზოგადოების არაერთგვაროვანი...

“🐶 ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა,...

საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია უმძიმესი ინფორმაციები გავრცელებამ...

“ძალიან უნდათ ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, ე.წ. “ორი პატრიარქის” გეგმის რეანიმაცია” – ზაალ...

მედიასაშუალებებში დაწყებულ მსჯელობებს, ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...