ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკრიმინალიმძევლების აყვანა წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

მძევლების აყვანა წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში თავდასხმა განხორციელდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა პირმა მძევლები აიყვანა და ფეისბუქ “ლაივის” საშუალებით საქართველოს პარლამენტის მისამართით კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერა.

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი,  ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მიიღონ სამი კანონი:

  1. აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;
  2. დაიწიოს სესხის პროცნტმა 7%-მდე;
  3. შემცირდეს წამლების ფასი, არ მიეცეს აფთიაქებს შესაძლებლობა, რომ 10%-ზე მეტი მოგებით იმუშაონ,” – მოითხოვს ლევან ზურაბიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

თავდამსხმელი შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავს და არც მათ დაშინებას ცდილობს.

პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...