პარასკევი, აპრილი 26, 2024

პარლამენტში ხელაღებით შესვლას შეთანხმების გარეშე არც კი განვიხილავ – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროპელი და ამერიკელი მეგობრები შეთანხმებისა და კომპრომისებისკენ მოუწოდებენ. ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ განიხილება:

,,მთავარი გზავნილი, ამ შემთხვევაში არის, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მოგვიწოდებენ შეთანხმებისა და კომპრომისებისკენ, მაგრამ მე, კიდევ ერთხელ, გავუსვი ხაზი, რომ ხელისუფლების ხელში არის გადაწყვეტის მექანიზმი და არა ჩვენში.

პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია/შეთანხმება, თუმცა აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლას შეთანხმების გარეშე, ამგვარ საკითს არც კი განვიხილავ.

მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ. იმიტომ, რომ არც ერთი წინადადება არ მომისმენია ,,ქართული ოცნების” მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ინდივიდუალურად შეხვდნენ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული