ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით 2 დღით გაუქმდება – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

ა.წ. 9 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება:

21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.

საბჭომ განიხილა საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები,” – ნათქვამია უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული