კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"...მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო "დაბრენდილო" და "დაბრედილო"...

“…მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო “დაბრენდილო” და “დაბრედილო” საქართველოვ!” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას ქურთუკის ამბავს ეხმიანება

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ქურთუკის ამბავიდან გამომდინარე სახალისო და სარკაზმულ შეფასებებს აკეთებს:

‘‘ჩემო ანზორ მელია ძვირფასო!❤️ ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა (3 წელი რომ დეპუტატი იყო, იმ ნიკას ქურთუკმა) ჰოდა ამ ქურთუკზე ატეხილმა “ამბავმა” გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, “ბრენდული” ხომ არ შემომეპარა (არა, არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია, მაგრამ), რა იცი რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს… უცებ ჩემს მეუღლეს (შიშით) პიჯაკზე “ბრენდის ნიშანი” მოვუსინჯე,😂 ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში, სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ, რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს, არ დაგვღუპოს ოჯახი,😄 რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება რომ ეცვათ.

ჰოდა რა ვიცი არ ვართ მომხრეები, მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს! ანზორ მელიაც გაფრთხილდება, ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს, ოჯახში “ბრენდული” “კურტკა” თუ აღმოაჩნდა ვინმეს არამც და არამც არ ჩაიცვან, გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომველად!!!

ვაი ჩვენს პატრონს, მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო “დაბრენდილო” და “დაბრედილო” საქართველოვ!!!✌️🙏❤️’’, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...