ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკადასაქმება და უმუშევრობა საქართველოში - საქატატი 2020 წლის...

დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში – საქატატი 2020 წლის III კვარტლის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის III კვარტლის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლის შესახებ  მონაცემებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7% – ით გაიზარდა და 11.9% შეადგინა. 2018 წლის III  კვარტლის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე 12.2% იყო.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კლება დასაქმებულთა საერთო რაოდენობაშიც აღინიშნება. ამ პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთ რაოდენობის 49.5% შეადგენს, რაც 1.1% ნაკლებია  წინა წლის იმავე პერიოდთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი საქალაქო დასახლებებთან შედარებით, სასოფლო დასახლებებში გაცილებით დაბალია. 2020 წლის III კვარტალში,  საქალაქო დასახლებებში, უმუშევრობის დონემ 20.2% შეადგინა, ხოლო რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს 0,8%-იანი კლება შეინიშნება.

საქართველოს უარყოფითი მაჩვენებლები აქვს სავაჭრო ჭრილშიც, რაც უმუშევრობისა და დასაქმებულთა რადენობის პირდაპირპროპორციულია. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერის მონაცემებით სავაჭრო  ბალანსმა 3 728.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კვლევას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ყოველ კვარტალურად აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე: WWW.GEOSTAT.GE

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...