შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და...

“უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის…” – თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზს ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანადგომისთვის მადლობას საჯაროდ უხდის და მიმართავს, რომ რადგანაც ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია:

‘‘თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,
უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია.

პატივისცემით, თენგიზ ცერცვაძე’’, – ვკითხულობთ ‘‘ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის’’ ოფიციალურ გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...