კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზად ვართ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ...

მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზად ვართ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პოზიციას მმართველი პარტიის მხრიდან – გიორგი ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, “სტრატეგია აღმაშენებილის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან კომენტყარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ძალაშია და ბოიკოტი ვერ შეწყდება:

ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებაა შეთანხმებისკენ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაც ხდება ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პოზიციას მმართველი პარტიის მხრიდან. მთავარი გასაღები არის “ქართული ოცნების” ხელში. 

ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ბოიკოტი ვერ შეწყდება. ავუხსენით, რომ პარლამენტში რომ შევიდეთ და იქ ვიმსჯელოთ, ამით არაფერი იცვლება, ეს საზოგადოებას გამოვლილი აქვს. აქედან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოხდეს აბსოლიტურად ყველ საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. 

ის, რომ ჩვენ თავი დავადოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ დავაყენოთ საპარლამენტო ინიციატივები საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, სასაცილოა და ამაზე არავინ არ წავა.

მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამაზე ნამდვილად იყო საუბარი, თუმცა ჩვენ ვუთხარით, რომ 8 წლიანი პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში ადასტურებს, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის უუფლებო და მხოლოდ უმრავლესობას აქვს მხოლოდ და მხოლო უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პარლამენტი ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. ამიტომ, თუ რამეზე შეთანხმება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ამ დღეებში, ამ კვირებში, ამ დიალოგის ფორმატში, ჩვენ სხვა ნდობა არ გვაქვს “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...