კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ბლეფია" იმის მტკიცება, თითქოს თუ ოპოზიცია იტყვის, რომ...

“ბლეფია” იმის მტკიცება, თითქოს თუ ოპოზიცია იტყვის, რომ აღარ გვინდა მეორე ტური, იგი არ შედგება – თეა წულუკიანი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ბრიფინგზე ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაგეგმილია და იგი აუცილებლად ჩატარდება:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით რეგიონში დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით. ბატონ მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსათვის.

30 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი მხარდამჭერი.

ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები, სამწუხაროდ რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად, საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური, არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. კერძოდ, სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი „ბლეფი“, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა.

თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა პარტიების კანდიდატები, ამიტომ არჩევანის საშუალებას, როგორც აქამდე, ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები უზრუნველყოფს, მეორე ტურზეც, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ არჩევანი და მას გააკეთებთ.

მე მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და „ბლეფია“ იმის მტკიცება, თითქოს თუ ისინი იტყვიან, რომ აღარ გვინდა მეორე ტური, იგი არ ან ვერ შედგება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი...

“ბევრს მეხსიერებას აღვუდგენ და შევახსენებ, თუ რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილი” –...

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ საგამოძიებო საქმისწარმოებას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...