ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“აგრესიული კონფორმიზმი, შეფუთული ყალბი ჰუმანიზმით, ყალბი სამართლიანობით, ყალბი სიკეთით და სათნოებით ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას…” – გია ხუხაშვილი

წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის გახსენების პარალელურად ექსპერტი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ორმაგ სტანდარტებისა და ალოგიკურობის თაობაზე წერს სოციალურ ქსელში და გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ თუკი აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, რატომ შეიძლება ჩათვალონ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად:

პირადად ჩემი ცხოვრების 8 წელი მივუძღვენი სააკაშვილის ხელისუფლების ჯერ კრიტიკას და შემდეგ მასთან უკომპრომისო ბრძოლას. ჩემთან ერთად ამ ბრძოლაში იყო 10, 20, 50, ჰა-ჰა 100 ადამიანი.

ჩვენ მარტო მიშას კი არ ვებრძოდით, აგრეთვე ვებრძოდით აგრესიულ კონფორმიზმს შემდეგი ფორმულირებით – “მიშა ებრძვის რუსეთს, თქვენ აკრიტიკებთ მიშას, ე.ი. რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს და მისი შემოსვლა გინდათ?!”..

ახლა იგივე აგრესიული კონფორმიზმის ფორმულაა – “ბიძინა ებრძვის მიშას, თქვენ აკრიტიკებთ ბიძინას, ე.ი. მიშას დაბრუნება გინდათ?!”

აგრესიული კონფორმიზმი, შეფუთული ყალბი ჰუმანიზმით, ყალბი სამართლიანობით, ყალბი სიკეთით და სათნოებით ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული