კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი...

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას –

სააკორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 – აჭარაში, 1 248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში – 1 540, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში – 17 779, იმერეთში – 5 230“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...