შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ღორჯომი, მთა ლეკნარი - კურორტი ბახმარო" - ახალი...

“ღორჯომი, მთა ლეკნარი – კურორტი ბახმარო” – ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

„ღორჯომი, მთა ლეკნარი – კურორტი ბახმარო“ – ასე ჰქვია ახალ, გარდამავალ მარშრუტს, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს.

სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა. ახალ მარშრუტზე ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი მოინახულონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს.

სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქტიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ღორჯომი-ბახმაროს ტურისტულ მარშრუტთან ერთად კიდევ ერთი ახალი გარდამავალი ტურისტული ბილიკის მარკირება განახორციელა.

გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან აკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...