ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ – EMC ნამახვანი ჰესებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

საქართველოს ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე;

სასამართლოს: 

  • უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვ რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს:

  • აქტიურად დაინტერესდნენ ნამახვანის ჰესის პროექტის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით და გამოიყენოთ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების მხარდაჭერისა და ნამახვანის ჰესის მშენებლობის პრობლემურობის დღის წესრიგში დაყენების მიზნით;
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული