კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციადიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას...

დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა – კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადება

„თბილისი ენერჯის“ განცხადებას ავრცელებს და კონკრეტული დარღვევის თაობაზე საუბრობს. კერძოდ, კომპანიის განცხადებით მათი კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“, რაც განახორციელა უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და ეს უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.

კომპანია “თბილისი ენერჯი” დეტალურ განმარტებებს აკეთებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა, რის შედეგადაც “თბილისი ენერჯის” გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა, ამის გამო ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა და მოსახლეობის სიცოცხლე რისკის ქვეშ აღმოჩნდა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით 2000-მდე აბონენტს შეუწყდა.

გაზმომარაგების აღსადგენად საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა გაზის მიწოდება აღდგეს მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით. ადგილზე მობილიზებულები არიან “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად. ასევე გაცნობებთ, რომ კომპანია “თბილისი ენერჯიმ” დიღომი 7,8,9 ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროთ საფრთხის განეიტრალებაში. კერძოდ, გადაკეტოთ ყველა გაზის ონკანი და დაელოდოთ “თბილისი ენერჯის” შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით. კომპანია “თბილისი ენერჯი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებას. კომპანიის სპეციალისტები სამუშაოებს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებენ. გაზმომარაგების აღდგენა 13 ნოემბერს 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად აღდგება 20:00 მდე,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...