სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით დღეს ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით რეკორდულად ბევრი 45 ადამიანი გარდაიცვალა:
“11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 566 გახდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 66 561
გამოჯანმრთელებულია – 49 811
გარდაცვლილია – 566
კარანტინის რეჟიმში რჩება – 2656
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3181
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 709
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 45 გარდაცვლილიდან რიცხობრივი მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში – 18
აჭარაში – 14
იმერეთში – 7
ქვემო ქართლში – 3
კახეთში – 3
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი
4878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის თბილისში 306; აჭარაში 111; აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი.
3181 არის კოვიდ სასტუმროში, მათ შორის 1569 აჭარაში ხოლო 1088 თბილისში, 8099 პირი მკურნალობს ბინაზე, საკარანტინე სივრცეში გვყავს 2656 ადამიანი მათ შორის თბილისში 508 აჭრაში 1328, სულ 6 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია 1498 პირი, დღეის მდგომარეობით თითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი საიდანაც თბილისში არის 6568 პირი, აჭარაში 16826, იმერეთში 4385“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი