ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს ხმების გადათვლის პროცესი. დღეისათვის საარჩევნო ხმები გადანაწილებულია შემდეგნაირად:
ჯო ბაიდენი: საარჩევნო კოლეგიის ხმები – 290, პროცენტული მაჩვენებელი 50,6%, ხმათა რაოდენობა 75 198 127. ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა მოაგროვა, ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება
დონალდ ტრამპი: საარჩევნო კოლეგიის ხმები 214, პროცენტული მაჩვენებელი 47,7% , ხმათა რაოდენობა 70 804 457.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მარცხის აღარებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიის ნაწილმა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა.
აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა წერილით მიმართა ამომრჩევლებს:
„მადლობას ვუხდი ამერიკას, ქვეყნის ლიდერად ჩემი არჩევისთვის, წინ რთული საქმეები გველის მაგრამ ამას გპირდებით, ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმის მიუხედავად მე დამიჭირეს მხარი თუ არა, თქვენს რწმენას აუცილებლად გავამართლებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
P.S. ხმის დათვლის პროცესი გრძელდება და ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციის, ტრამპი ჯერ-ჯერობით არ აპღიარებს ბაიდენის გამარჯვებას, წინ საინტერესო პროცესები გველოდება.
ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი