საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით ახალი რეგულაცია, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდება არის შეზღუდვა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება:
‘‘რაც შეეხება სანქციებს. ჩვენ გვაქვს უკვე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა, პირველ რიგში. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კერძოდ, 2 ათასი ლარი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება.
საქართველოს 7 ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება