ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19დამატებითი შეზღუდვა შესაძლოა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების...

დამატებითი შეზღუდვა შესაძლოა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა იყოს – მაია ცქიტიშვილი

საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა თუ რა დამატებითი ღონისძიებების დაწესებაა შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

„ახალი მონაცემებით, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შევდივართ ახალ ფაზაში. დღეს დაფიქსირდა 2400 შემთხვევა. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე.

თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

ჩვენთვის აუცილებელია, რომ მოხდეს, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჩვენგანის ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, თანამოქალაქეები და ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი და აპრობირებული მთელ მსოფლიოში.

მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც დახურულ სივრცეში ასევე ღია სივრცეებშიც. ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და საკვები ობიექტი მუშაობს 22 საათამდე. კვლავ იკრძალება ხალხმრავალი სოციალური აქტივობებისა და ღონისძიებების გამართვა.

რა თქმა უნდა საკორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ და შევამციროთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიც არის საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, შეიძლება უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.

ყველა არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, ქოცებო, თქვენ რომ დანაშაული გგონიათ დამხობა, სინამდვილეში თქვენთვის დარღვეული ზღვარის იძულებით დაწესება იქნება”...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სხვადასხვა სფეროში არსებულ თამაშის წესებზე აკეთებს...

“არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი...

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა...

“50 ან თუნდაც 150 კაცს არ უნდა ეძლეოდეთ ქუჩების გადაკეტვის საშუალება” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნეგატიურ შეფასებას აძლევს საპროტესტო აქციების დროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...