სამშაბათი, ივლისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიქველმოქმედება, ჰუმანიტარული დახმარებათეონა ჭალიძე: "საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების...

თეონა ჭალიძე: “საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს”

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი იმყოფებოდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახში, რომელსაც საარსებო შემწეობა შეუჩერდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

თეონა ჭალიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი მიზეზით ყოველთვიურად ასობით ბავშვი რჩება საარსებო შემწეობის გარეშე. მისი თქმით – აუცილებელია შესაბამისი უწყების მხრიდან უმოკლეს ვადაში მოხდეს ამ ხარვეზის გამოსწორება.

“ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და სახელმწიფო კიდევ დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი ქირით ცხოვრობს. მათ ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა სხვადასხვა მიზეზით. ეს ისედაც სტრესია ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ამას ემატება კიდევ ის, რომ სახელმწიფო საარსებო შემწეობას უჩერებს სამი თვით სწორედ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო და იწყებს ბიუროკრატიულ პროცედურებს. ამის გამო ყოველ თვე ასობით ბავშვი ლუკმა-პურის გარეშე რჩება და არავინ ფიქრობს რითი უნდა იარსებონ ამ ოჯახებმა ამ თვეების განმავლობაში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დაუცველი პირების მიმართ და დანაშაული ბავშვების წინაშე, რომელიც უნდა გამოსწოდეს. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს!” – აცხადებს თეონა ჭალიძე

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, მოუწოდებს საზოგადოებას გულისხმიერებისაკენ და სთხოვს დახმარება გაუწიონ აღნიშნულ ოჯახს:

საბანკო ანგარიში ლიბერთი ბანკში: GE45LB0711106342151240

სოციალურად დაუცველი ოჯახის ტელ: 555 30 90 15

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...