ცესკომ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა, თვითოზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მაღალი აქტივობიდან გამომდინარე გადასატან ყუთებზე რეგისტრაცია დღეს, 27 ოქტომრის 18:00 საათამდე დასრულდება:
“ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ–მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).
შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში,’’ – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი
ანა რობაქიძე