შაბათი, აპრილი 20, 2024

ცესკომ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცესის გაშუქების თაობაზე დადგენილება გამოსცა

19 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ასევე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების საკითხები. (დადგენილება იხილეთ თანდართულად)

აღნიშნული დადგენილების შესაბამისად პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ გააშუქონ საარჩევნო პროცესი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცესი, 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observation@cec.gov.ge. ელექტრონული ფოსტის მისამართზე განცხადება და შესაბამისი თანდართული საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტების სკანირებული ვერსიების სახით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დადგენილებაში

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული