ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა?! ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს?!” – გიორგი გახარია

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში, მისი კოვიდინფიცირების თაობაზე პოსტი გამოაქვეყნა, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში პრემიერ-მინისტრი მოექცა, რომელიც 3 დღის წინ ინფიცირებულთან ერთად იყო ღონისძიებაზე გურიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ გაიკეთა ტესტი, იგი უარყოფითია და არ აპირებს თვითიზოლაციაში გადასვლას:

ქალბატონ წილოსანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ის თავის ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას ჩვენ, მეც მათ შორის და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს, ეკეთა პირბადე, მათ შორის, ქალბატონ წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, უმაღლესი, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა, როდესაც დავბრუნდი დასავლეთიდან და დღესაც, მე მაინც წავედი, ეს ტესტი გავიკეთე და შედეგი არის უარყოფითი. თქვენ რა გინდათ: როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ რაიმე, ამასთან დაკავშირებით?“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული