spot_img
მთავარისხვადასხვა"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა, თუ...

“დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა, თუ რას ვაპირებთ გამარჯვებისთანავე” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა პრეზენტაცია გამართა და 30-დღიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რის გაკეთებას აპირებს გამარჯვებისთანავე პოლიტიკური მოძრაობა. ვაშაძის შეფასებით, ეს არის   უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც საქართველის თითოეულ მოქალაქეს მისცემს რეალურ შანსს არჩევანი გააკეთოს “ფულის მკეთებელთა” და საქმის მკეთებელ გუნდს შორის:
დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გეგმა წარმოვადგინეთ. საქართველის თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი გააკეთოს “ფულის მკეთებელთა” გუნდი აგრძელებს ქვეყნის მართვას თუ საქმის მკეთებლები მოვდივართ ხელისუფლებაში. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა, თუ რას ვაპირებთ გამარჯვებისთანავე. 
1. მაღალპროცენტიან სესხთან დაკავშირებით გადავდგამთ მყისიერ ნაბიჯებს, კერძოდ, როგორიცაა საპენსიო სესხების პროცენტის ჩამოწერა. ყველა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვისი სამსახურიც გაჩერდა, მათთვის მოხდება სესხის პროცენტის სუბსიდირება, რისთვისაც 5 მლრდ-დან გამოიყოფა 500 მილიონის ოდენობით; 
2. მყისიერად დაიწყება წამლების 30%-ით გაიაფების პროცესი;
3. მინიმუმ 20000-30000 ტესტის ჩატარება მოხდება ყოველდღიურად იმისთვის, რომ კორონავირუსის სწრაფი ლოკალიზება მოვახდინოთ, გავხსნათ ეკონომიკა და მუშაობა დავიწყოთ. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს აქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. მზად ვართ მოვიდეთ და მუშაობა დავიწყოთ აღმშენებლობისთვის,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...