კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვადაფიქსირდა 4-ნიშნა ანტირეკორდი: კოვიდინფიცირებულების საგანგაშო მაჩვენებელი

დაფიქსირდა 4-ნიშნა ანტირეკორდი: კოვიდინფიცირებულების საგანგაშო მაჩვენებელი

ბოლო დღეღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღეის კორონავირუსის საქართველოში გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი უკვე თბილისზე მოდის – სულ 471 შემთხვევა.

აჭარაშიც მოიმატა ახალმა დადასტურებულმა შემთხვევებმა და აღირიცხა 343; იმერეთში – 211; დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია. სამეგრელო ზემო-სვანეთში – 45; შიდა ქართლში – 37; ქვემო ქართლში – 39; გურიაში – 18; სამცხე-ჯავახეთში – 14; მცხეთა-მთიანეთში – 13 და კახეთში – 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დედაქალაქში კოვიდინფიცირებულთა მატება ისევ და ისევ უკავშირდება რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც – ექიმებიც, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

ბოლო მონაცემები კი ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 17477
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8060
  • მათ შორის გარდაცვლილი – 136
  • კარანტინის რეჟიმში – 6380
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...